TaoNews.Ge

რუსეთიდან ყირიმში მძიმე ტექნიკის ათობით კოლონა და ეშელონები შევიდა

ნიდერლანდები უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის და სხვა ქვეყნებსაც ამისკენ მოუწოდებს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის და სხვა ქვეყნებსაც ამისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ რუტემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რა თქმა უნდა, უკრაინას ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ უკრაინას მხარი თანამედროვე იარაღით უნდა დავუჭიროთ. ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, უკრაინას მძიმე იარაღით დაეხმარონ. ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს მძიმე შეიარაღებას, ჯავშანტექნიკას და თვითმავალ “ჰაუბიცებს”. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ”, – განაცხადა რუტემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!