TaoNews.Ge

„ნაცმოძრაობა“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“ – პრემიერი ღარიბაშვილი

„პარლამენტში მათი შესვლაც და არ შესვლაც თანაბრად პრობლემურია მათთვის“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ არ სურს, მას რადიკალურ ჯგუფზე საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი რთული დილემის წინაშე დგანან.

„ნამდვილად აღარ მინდა ვისაუბრო ამ მართლაც რადიკალურ ჯგუფზე, „ნაცმოძრაობაზე“ . გეტყვით, რომ ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ვინაიდან ისინი 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ასე შემდეგ.

შემდეგ აღმოჩნდა ის, რომ მათ ხელი მოაწერეს რა თქმა უნდა იმ დოკუმენტს, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მედიატორობით. მათ სხვა გზა, გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ ხელი არ მოეწერათ. ახლა არიან ძალიან რთული მდგომარეობის წინაშე, რთული დილემის წინაშე არიან.

მათი შესვლაც და არ შესვლაც თანაბრად პრობლემური არის მათთვის, იმიტომ რომ თავად ჩაიგდეს საკუთარი თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!