TaoNews.Ge

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის შესახებ კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც რეანიმობილშია გადაღებული (ვიდეო)

“ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის დროს, სასამართლოსთან შეიკრიბონ

“ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ პენიტენციური სამსახური და მთავრობა შეძლებს, აიღებს პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრებას, სადაც მიეცემა შესაძლებლობა მიმართოს როგორც საზოგადოებას, ისე სასამართლოს და თავისი სიმართლე წარუდგინოს. საქმე სამართლებრივი არგუმენტებიდან გამომდინარე აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ერთადერთი პასუხისმგებლობა, რაც შესაძლოა, 7 ნოემბერთან მიმართებით სააკაშვილს აეღო, ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ყველამ კარგად იცის, რომ 7 ნოემბრის შემდეგ მან ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, თანამდებობიდან გადადგა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში არავის გაუკეთებია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების კუთხით”,- განაცხადა  ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე .

მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა იქნება მუდმივი და განახლებადი არსებული ვითარებიდან გამომდინარე. საპროტესტო მუხტს ვერ დავაგდებთ იმიტომ, რომ საზოგადოების დაკვეთა არის სამართლიანობა და ივანიშვილის რეჟიმის უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნა”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!