TaoNews.Ge

“ნაცებთან რომ წასულიყავი, გავიგებდიო” – რატომ ატოვებინებს წულუკიანი რეჟისორს თეატრს?

“ნაცებთან რომ წასულიყავი, გავიგებდიო” – რატომ ატოვებინებს წულუკიანი რეჟისორს თეატრს?

რეჟისორსა და ოპერის თეატრის დირექტორს თანამდებობას ატოვებინებენ. ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.

თეატრიდან წასვლა თორნიკე მარჯანიშვილს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსთხოვა. 15 აპრილს თეატრში ვიზიტად მყოფმა მინისტრმა, დირექტორი გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ უმჯობესია თუ თეატრს დატოვებს. მინისტრმა რეჟისორს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელია თეატრის დირექტორის პოლიტიკური შინაარსის ბანერზე ხილვა.

”ნაციონალებთან” რომ წასულიყავი, გასაგებია, მაგრამ ჩვენივე გუნდიდან წასულებს როგორ შეუერთდი, რეჟისორი ხართ თუ პოლიტიკოსიო. მე თქვენს ადგილზე ახლავე დავტოვებდი თანამდებობასო”, – უყვება წყარო ქუთაისიპოსტს. წყაროსვე თქმით, მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ირინა ლომინაძეს კონკურსის ჩატარება მოსთხოვა და უთხრა, რომ სამსახურიდან გაუშვას ის ადამიანები, ვინც მისი თქმით, “ვერ მღერის”.

ინფორმაციას ადასტურებს თორნიკე მარჯანიშვილი. რეჟისორი კრიტიკის გამო შეურაცხყოფილია და ამბობს, რომ შეიძლებოდა ამას სხვა ფორმა ჰქონოდა.
“ნაწყენი ვარ და ეს ბუნებრივია, ადამიანური რეაქციაა. მიმაჩნია, რომ ამ ქალაქში საკმაო საქმე მაქვს ნაკეთები და შეიძლებოდა სხვა ფორმით ყოფილიყო ეს ყველაფერი. მან პარტიულ ჭრილში შეხედა ამ ყველაფერს. განცხადება ჯერ არ დამიწერია, მაგრამ შეიძლება დავწერო. ვნახოთ, რა იქნება ხვალ და ზეგ. როცა მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, გაირკვევა ყველაფერი”, – ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში თორნიკე მარჯანიშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!