TaoNews.Ge

ნატო ახალი წევრების მიღებისას მხარს უჭერს “ღია კარის” პრინციპს- თუმცა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ შემდგომი ნაბიჯები არ არის გათვალისწინებული

ნატო ახალი წევრების მიღებისას მხარს უჭერს “ღია კარის” პრინციპს- თუმცა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ შემდგომი ნაბიჯები არ არის გათვალისწინებული

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით,  უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა, უკრაინისთვის მაპის მინიჭება კი რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება – გერმანიის ხელისუფლებაში საკმაოდ თავშეკავებული რეაქცია მოჰყვა.

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ულრიკე დემერმა , უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივების თაობაზე საუბრისას,  აღნიშნა, რომ ნატო ახალი წევრების მიღებისას მხარს უჭერს “ღია კარის” პრინციპს, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი შემდგომი ნაბიჯები არ არის გათვალისწინებული.

“უკრაინას თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს. თუმცა, ამ ეტაპზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ  არანაირი შემდგომი ნაბიჯები არ არის გათვალისწინებული“ – განაცხადა დემერმა.

წყარო : www.dw.com

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!