TaoNews.Ge

“ნამახვანჰესზე“ – კაშხლის მშენებლობის სამუშაოები   9-დან 12 თვემდე  შეჩერდება

“ნამახვანჰესზე“ – კაშხლის მშენებლობის სამუშაოები   9-დან 12 თვემდე  შეჩერდება

„ნამახვანჰესი“ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ჩვენმა ქართველმა მეცნიერებმა ამ ჰესზე მუშაობა წლების წინ დაიწყეს და ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც დაწყებულია, აბსოლუტურად გაუგებარია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უნდა გაიმიჯნონ ამ პროცესსა და პროტესტში ჩართული გულწრფელი მოქალაქეები და მეორე მხრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებული და უცხო სახელმწიფოების მხრიდან ინსპირირებული ადამიანები.

„დღეს ჩვენ ვხედავთ გამოკვეთილ ნიშნებს ჰიბრიდული, ენერგეტიკული ომის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, უშუალოდ კაშხლის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე და გადამოწმდება ყველა პირობა.

„კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოს გარემოს ზემოქმედების ეფექტი. რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ამ ეტაპზე 5-მილიონიანი ფონდი. ამ კომპანიას კომპენსაციებში 30 მილიონი უკვე გადახდილი აქვს. გარდა ამისა, კომპანია 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს „ნამახვანჰესში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!