TaoNews.Ge

ნათია მეზვრიშვილი: ბრალდებულის  აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება შეიძლებოდა, ამის ბერკეტები მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდათ

ნათია მეზვრიშვილი: ხელისუფლება ჯერ უშვებს რომ ევროკავშირის დროშა ჩამოხიონ, ძალადობა მოხდეს ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, პოლიციის ღირსება შელახონ

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ხაზს უსვამს, რომ ამ და წინარე მოვლენებშიც იკვეთება ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ჯგუფების გავლით დასავლურ ღირებულებებზე შეტევა.

„დასავლელ პარტნიორებზე ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ხელისუფლება ხან ამ ადამიანების სახელით ესხმის თავს დასავლურ ღირებულებებს – დროშის ჩამოხევაც ერთ-ერთი მაგალითია, ხან მოსამართლეების გამოყენებით და სასამართლოს მეშვეობით, რომლებიც გამოდიან და პირდაპირ შეგვახსენებენ, რომ დასავლეთის მხრიდან ის საკმაოდ ადეკვატური მოთხოვნები რაც შეთანხმებაში გვიწერია – ეს რაღაც სუვერენიტეტში ჩარევაა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია. ასეთი განცხადებები სხვადასხვა პირით წარმოთქმული ძალიან ძვირი შეიძლება ქვეყანას დაუჯდეს და როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლება ვიწროპარტიული ინტერესიდან მოქმედებს – აი სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ. ქვეყნის იმიჯი კი არ ზიანდება – დაზიანდა უკვე. არამარტო ამ ორი დღის განმავლობაში – არამედ გასული დღეების განმავლობაში იმ მოვლენებიდან გამომდინარე რამაც საერთოდ შარლ მიშელის შეთანხმების დადება გამოიწვია. „ – ამბობს მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ პოლიციისთვის ღირსების შემლახავი მდგომარეობა შექმნა და საზოგადოებრივი აგრესიის სამიზნედ აქცია, ჩიხში აღმოჩენის შემდგომ კი ხელისუფლებას უკანდახევა მოუწია.
„ნახეთ როგორი პროცესია – ხელისუფლება ჯერ უშვებს იმას, რომ დროშა ჩამოხიონ, ჯერ უშვებს იმას, რომ ძალადობა მოხდეს დღისით-მზისით, ხალხს თავს დაესხნენ, ჟურნალისტებს თავს დაესხნენ – ჯერ უშვებს იმას, რომ პოლიციის ღირსება შელახონ და საზოგადოების მთელი აგრესია პოლიციაზე გადაიტანონ – მერე მეორე დღეს როცა ხედავენ რომ ჩიხში არიან გამოდიან, დროშას კიდებენ, ჟურნალისტებს გამალებით იცავენ ომახიანად, ძალადობას გმობენ – არ ვიცი, შეიძლება სოლიდარობის აქციაზეც იყვნენ გუშინ მისული, არ გამიკვირდება – არ ვიცი ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო, დასკვნებს საზოგადოება გააკეთებს“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!