TaoNews.Ge

ნათია თურნავა ქუთაისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა-მზად ვართ, ავხსნათ რამდენად დამაზიანებელია ქართული ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება 

ნათია თურნავა ქუთაისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა-მზად ვართ, ავხსნათ რამდენად დამაზიანებელია ქართული ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით  ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით  პროექტის იმ მოწინააღმდეგეთა ნაწილს, რომელიც ზოგადად ჰესების აშენების წინააღმდეგია, ხელისუფლება დიალოგში ვერ შეყვება.

“ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთი არის დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს და ბევრი წუხილი, რაც არის, იყოს გათვალისწინებული და ამას ყოველთვის მივესალმებით;

მეორე ნაწილი არის, რომ პროექტი არ გვინდა იმიტომ, რომ საერთოდ ჰესები არ გვინდა. ამ მსჯელობაში რა თქმა უნდა ვერ შემოვყვებით, თუმცა მზად ვართ, რომ ავხსნათ რამდენად დამაზიანებელია ქართული ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება.

ასევე მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ქუჩიდან სულ მალე ეს საუბრები გადაინაცვლებს უფრო სრულყოფილად სამუშაო ფორმატებში,” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება, რომლის სლოგანია “არა ნამახვანჰესს”.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!