TaoNews.Ge

ნათია თურნავა: თუ იქნება მოთხოვნა, რომ „ნამახვანი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფში უცხოელი ექსპერტებიც მოიწვიონ, აღნიშნულ წინადადებას დასთანხმდებიან

ნათია თურნავა: თუ იქნება მოთხოვნა, რომ „ნამახვანი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფში უცხოელი ექსპერტებიც მოიწვიონ, აღნიშნულ წინადადებას დასთანხმდებიან

დღეს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და “ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართეს “ნამახვანიჰესის” პროექტთან.

ნათია თურნავას  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ნამახვანი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს დიალოგი.

„რა თქმა უნდა, ერთი საბჭო და მარტო კვლევების გასაჯაროება ვერ გადალახავს ამ პროტესტს და ვერ აღმოფხვრის ამ საკითხს. ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს დიალოგი.

გამოიკვეთა პოზიტიური დინამიკა. ვფიქრობთ, საბოლოო ჯამში, რადგან ყველა ერთ მხარეს ვართ და ყველას ერთად გვინდა ჩვენი საქართველო მეტად ძლიერი და დამოუკიდებელი იყოს, აუცილებლად შევთანხმდებით ამ სასიკეთო პროექტთან დაკაშირებით“, – აცხადებს თურნავა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!