TaoNews.Ge

მშვიდობა მინდა. არავის ვუტევ! – მეუფე სტეფანემ ე.წ. „ამბოხებულ“ სასულიერო პირებს სინანულისა და საჯარო შენდობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

მშვიდობა მინდა. არავის ვუტევ! – მეუფე სტეფანემ ე.წ. „ამბოხებულ“ სასულიერო პირებს სინანულისა და საჯარო შენდობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

ჭყონდიდის მიტრიპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

ე.წ. „ამბოხებულ“ სასულიერო პირებს სინანულისა და საჯარო შენდობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის არავის უტევს, არც არავისთვის შეუტევია და ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებები მისგან პროვოცირებული არ იყო.

„ჯერჯერობით სიმშვიდისკენ მივდივართ, თუ რამე არ აირ-დაირია. მშვიდობა მინდა. არავის არ ვუტევ და არც არავისთვის შემიტევია. არცერთი დაძაბულობა ჩემ მიერ გამოწვეული და პროვოცირებული არ იყო. სიტუაციის გარჩევას არ ვცდილობ. მინდა, რომ აღდგომამდე თუ ვინმეს შეუძლია დაინახოს თავისი სიტუაცია, მდგომარეობა შეიმსუბუქოს, მოვიდეს თუ ენდომებათ. ვისაც ზიარების პრობლემა აქვს, მიეცემა თუ სინანული ექნება. მღვდელმოქმედების საკითხებიც, თუ საჯაროდ მოინანიებენ ადამიანები, და რეალურად მოინდომებენ ღვთის წინაშე დგომას , გარკვეული ჩემი  პირობები მექნება: როგორც ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ეკლესიას, ასევე ღიად შენდობა უნდა ითხოვონ“. არის საშუალება ღველდმოქმედებაც აღუდგეს ვისაც სურვილი ექნება და სწორი განწყობა ექნება. ბევრი რამე შეიძლება სინანულის შემთხვევაში, ადამიანები ვართ, არ გვინდა არავის სასჯელში დატოვება.  უფალთან იყვნენ მშვიდობაში, ეკლესიასთან იყვნენ მშვიდობაში, ცნონ თავისი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ,  ისე როგორც ითხოვს ეკლესიური კანონიკური წეს-წყობილება.- განაცხადა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!