TaoNews.Ge

მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც- მამა ანდრია ჯაღმაიძე

მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც- მამა ანდრია ჯაღმაიძე

მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ანდრია ჯაღმაიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეპარქიაში დაძაბულობა სიმშვიდით შეიცვლება.

„ზოგადად, ეპარქიაში დაძაბულობა შეინიშნება, რაც დაკავშირებულია იმ ცნობილ მოვლენებთან, რაც მეუფე პეტრეს ეპარქიის დატოვებით დასრულდა. იქ არიან ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად დიდხანს ცხოვრობდნენ და სჯერათ, თუ უნდათ, რომ დაიჯერონ ის პათოსი, რასაც მეუფე ამბობს. ამიტომ, გარკვეული წინააღმდეგობა აქვთ. სინოდის კრებიდან მალევე ჩვენ მოვისმინეთ წინასწარ დაანონსებული განცხადებები, რომ ეპარქიაში სიმშვიდე არ იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, რომ თავად ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმაც მოუწოდა ურჩობისკენ. შედეგი ის არის, რაც არის, თუმცა მმართველი მღვდელმთავარია და მას შეუძლია მიიღოს ზომები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, რაც საეკლესიო კანონით უფლებას მისცემს.

მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც. ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს, რომ სიმშვიდე იქნება, რადგან სიმართლე ერთია და ის უნდა გაირკვეს“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!