TaoNews.Ge

მსოფლიოში კორონავირუსს 2 840 266 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში კორონავირუსს 2 840 266 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსს ჯამში 2 840 266 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი   130 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 130 371 596 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 73 880 704 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 30 610 618 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 554 106 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!