TaoNews.Ge

მოსამართლემ მხარეებს მოუწოდა, პარალელური მართლმსაჯულებისგან თავი შეიკავონ- ბასილაშვილის საქმე

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განმხილველმა მოსამართლემ,  ხათუნა ხარჩილავამ, ბრალდებისა და დაცვის, ასევე დაზარალებულ მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პარალელური მართლმსაჯულების განხორციელებისგან და პოზიციები სასამართლოში დააფიქსირონ.

ამასთან, მოსამართლის განცხადებით, დაზარალებულის ინტერესების დამცველმა მიმართა წერილობით სასამართლოს, დაჩქარებულად მოხდეს საქმის განხილვა, რადგან დაზარალებულის დისკრედიტაცია და მისი ინტერესების დარღვევა ხდება.

მოსამართლემ დაზარალებულის ადვოკატის საპასუხოდ განმარტა, რომ საქმის განხილვა კანონით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში მოხდება, თუკი მხარეები მონაწილეობას მიიღებენ მტკიცებულებების გამოკვლევაში, თუმცა გასათვალისწინებელია სასამართლოს გრაფიკი და პანდემიური ვითარება. 

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის არასრულწლოვანი შვილისა და მის შესახებ მოწმეების დაკითხვის დროს სასამართლო სხდომები დაიხურება.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!