TaoNews.Ge

“მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა”- დანიელსონმა საქართველო დატოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. შვედი დიპლომატის თქმით, მის მიერ შეთავაზებული შეთავაზება მისაღები არცერთი პარტიისთვის არ იყო. დანიელსონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი წინადადება გასაჯაროვდება.

„სამწუხაროდ დღეს მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და ის გადაწყვეტს როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის გადაიდგმება ისინი“, – განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!