TaoNews.Ge

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მიანიჭოს ნატო გოგელიას სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი – „მედიის უფლებების“ ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მიანიჭოს ნატო გოგელიას სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი – „მედიის უფლებების“ ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე

„მედიის უფლებების“ ხელმძღვანელი და მედიის ადვოკატირებისთვის კოალიციის კოორდინატორი ნათია კაპანაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, მიანიჭოც “ტვ პირველის” ჟურნალისტს, ნატო  გოგელიას სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი.

კაპანაძე უწყებას მოუწოდებს, მიიღოს ჟურნსლიტისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომები:

„ცხადია, ჩვენ ველოდით, რომ საბოლოოდ ჯარიმას გამოიყენებს სასამართლო. ეს პროცედურები გაგრძელდება, კიდევ ერთხელ ვამბობ ჟურნალისტის მთავარი ინტერესია სახელმწიფო მოქმედებდეს და სახელმწიფო ამბობდეს, რომ დიახ, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ეს არის დანაშაული და დაიწყება სამართლებრივი პროცედურები. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მიანიჭოს ნატო გოგელიას და მის არასრულწლოვან შვილებს სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოებისთვის.“ – აცხადებს კაპანაძე. 

“ტვ პირველის” ჟურნალისტზე თავმდამსხმელი მამუკა ანდღულაძე სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღიო. მოძალადე 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!