TaoNews.Ge

“მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ გეტყვით ჩვენს შეფასებებს”- ღარიბაშვილი გახარიაზე

“მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ გეტყვით ჩვენს შეფასებებს”- ღარიბაშვილი გახარიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების მიერ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას სამომავლო გეგმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ არ იცის, რას აპირებს გიორგი გახარია.

„გიორგი, ჩვენი მთავრობის დროს ჯერ ბიზნესომბუდსმენი იყო, შემდეგ – ეკონომიკისა და შს მინისტრი, ამის შემდეგ – პრემიერ-მინისტრი. 8 წელი იყო მთავრობის წევრი. არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს. ამიტომ, ჯერ დაელოდეთ, ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ გეტყვით ჩვენს შეფასებებს“, – აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!