TaoNews.Ge

“თუ უნდათ, რომ ნავალნივით დამაპატიმრონ, მე არ მეშინია”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი – მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი, 85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე – აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს

მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი , – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში წერს, რითაც უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, უკრაინაში თავად იყო დეოლიგარქიზაციის კანონის ერთ-ერთი ავტორი.

“ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან. უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის ორი ავტორიდან და თანამომხსენებლიდან უშიშროების საბჭოზე ვიყავი მე. უფრო მეტიც, მე ვიყავი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის მომხრე. მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი. 85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე – აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანისვილს  და “კრედიტ სვისიდან” წამოვიღებ ამ თანხას და სანდრას საქველმოქმედო ფონდს ჩავურიცხავ“, – წერს სააკაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!