TaoNews.Ge

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მეუფე მელქისედეკი მივიდა გამოქვეყნდა: 49 წუთის წინ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ მეუფე მელქისედეკი მივიდა.

“მოვედი, რომ ვნახო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გავიგო რა მდგომარეობაშია. დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – თქვა მეუფე მელქისედეკმა.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, აუცილებელია საყოველთაო შერიგება და უნდა დასრულდეს ერთმანეთთან დაპირისპირება. მისივე თქმით, სასულიერო პირებმა ამ მხრივ შუამავლის როლი უნდა შეასრულონ.

“მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და ის, რომ ერთი 5 დღის წინ გავაჟღერე მეც ეს იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. აუცილებელია, ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, სასულიერო პირებმა, ეკლესიამ, შუამავლის შესაძლებლობა გვქონდეს [როლი ითამაშოს] და როგორმე გავაერთანოთ ჩვენი ერი, რომელიც ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ და არ შეიძლება.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია”,- თქვა მეუფე მელქისედეკმა. 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!