TaoNews.Ge

მიტროპოლიტი ანდრია: საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება

მიტროპოლიტი ანდრია: უკრაინაში რუსულ ეკლესიაზე მიმდინარე მოქმედებები მიუღებელია

წმინდა სინოდის წევრმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადება რუსეთის საპატრიარქომ გამოაქვეყნა.

“ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია ღრმად დამწუხრებულია უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და ხაზგასმით თქვა: “ჩვენდა სამწუხაროდ, ამ მდგომარეობასთან ერთად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალმილიონიანი სამწყსოს მდგომარეობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაცდელით მძიმდება. ბევრი მორწმუნე ბოლშევიკების დროს ეკლესიის დევნასთან ავლებს პარალელს”. – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტმა ანდრიამ აღნიშნა, რომ “უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე მიმდინარე ძალისმიერი ზემოქმედება მიუღებელია როგორც სასულიერო, ისე სამოქალაქო კანონების მიხედვით”.

“ვლოცულობთ თქვენი ქრისტესმოყვარე სამშობლოსთვის ღვთის წყალობისა და უსწრაფესი მშვიდობისთვის, ეკლესიისა და ხალხის ერთიანობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სულისა და სხეულის განმტკიცებისთვის, მათ წინამძღვრებთან – უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრესთან, სინოდის წევრებთან, თანამოძმეებთან და მორწმუნეებთან ერთად”. – წერს მიტროპოლიტი ანდრია რუსეთის საპატრიარქოს ცნობით.

25 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს i-ს უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მხარდამჭერი წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ჩაერთოს იმ “დაძაბულობის განმუხტვაში”, რომელიც უკრაინაში რუსული ეკლესიისთვის კიევ-პეჩორის ლავრის ჩამორთმევის შემდეგ წარმოიქმნა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!