TaoNews.Ge

“მისი მემკვიდრეობა მარადიულია” – აშშ-ის საელჩო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

“მისი მემკვიდრეობა მარადიულია” – აშშ-ის საელჩო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

აშშ-ის საელჩო საქართველოში თეატრისა და კინოს მსახიობის კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის წერილში, აღნიშნულია, რომ მსახიობის მემკვიდრეობა მარადიულია.

„ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია.

აშშ-ის საელჩო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მსახიობი კახი კავსაძე დღეს , 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!