TaoNews.Ge

“მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო”-პეტრე ცაავა

“მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო”-პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველს, მიტროპოლიტ სტეფანეს პასუხობს და ამბობს, რომ მზადაა დნმ-ის ანალიზი ჩააბაროს.

ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს მოუწოდებს,  მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყოს.

“მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. იქცევა უღმერთოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა ცილისმწამებლურადაც მომიხსენია და დამადანაშაულა, დაუყოვნებლივ მოვითხოვ საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა და მეუფე სტეფანეს მოუწევს ამ ბრალდებით თვითონვე დაისაჯოს, რა ცრუ ბრალდებითაც მან დაადანაშაულა მეუფე პეტრე.

მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია,” – განაცხადა ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ  “კურიერთან”  საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!