TaoNews.Ge

“მე მინდა მელიას ჩაჩოჩება მესამე ადგილზე და ოცნების ჩაჩოჩება მეორე ადგილზე” – გახარია

პარტია “საქართველოსთვის”ლიდერი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან” ამბობს:

ჩემი კანდიდატურის დაყენება თბილისის მერის არჩევნებზე, ყველამ ტელევიზორიდან გაიგო, გარდა კალაძისა, თუ კალაძემ ნახევარ თბილისს არ მოსდო წინასწარ… არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. ჩემი ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზი გახლავთ შემდეგში – დღეს პარტია ოცნება ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის. მივხვდი, რომ ნაციონალური მოძრაობის და “ოცნების” ამ არჩევნებში მარტო დატოვება, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მარტო.

თავისი უსუსურობით, არათანმიმდევრულობით, ოცნება, ნაციონალურ მოძრაობას დააბრუნებს ხელისუფლებაში, თუ გამოიყენებს იმ მეთოდებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა. ყოველ დღე ემუქრებიან კანდიდატებს, მაგალითად. პრობლემა ის კი არ არის, როგორ იქცევიან, პრობლემა ისაა, რომ ისინი ქვეყანას აბრუნებენ წარსულში. ორგანიზაცია “ოცნება” ფასეულობებს მოწყდა. ერთადერთი რაც დარჩა – ძალაუფლების შენაურჩუნებაა. ამიტომ გამოიყურებიან ასე შეშინებულად.
ნაციონალური მოძრაობა იქნება, თუ ოცნება, იგივე მეთოდებით, ეს იქნება მიუღებელი, ასეა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ასე იქნება ბევრისთვის.

ოცნებამ შექმნა ნიკა მელიასგან პოლიტიკური დევნილი, სასაცილოა ეს ყველაფერი, ოცნება რაღაცას გააკეთებს და მერე ფიქრობს ვის დააბრალოს. ნიკა მელია, რომელმაც შტურმი მიიტანა პარლამენტზე. დღეს არის სრულად რეაბილიტირებული.

მე მინდა მელიას ჩაჩოჩება მესამე ადგილზე და ოცნების ჩაჩოჩება მეორე ადგილზე.

რა არის დღეს ოცნება? როგორ ფიქრობთ, ქვეყანაზე პასუხისმგებელი ვინ არის? ოცნების პრობლემა იმაშია, რომ დღეს ის გახდა ორგანიზაცია, მისი ბოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, კლანურ ბოსებს ვადარებ.”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!