TaoNews.Ge

“მე არ მევალება პატრიარქის ცოდვების განხილვა. არც ვიცი, არც შემიძლია, რომ ვიცოდე”-მიტროპოლიტი სტეფანე

“მე არ მევალება პატრიარქის ცოდვების განხილვა. არც ვიცი, არც შემიძლია, რომ ვიცოდე”-მიტროპოლიტი სტეფანე

23 მარტს,  ჭყონდიდელ მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ბალდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა და დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
გთვავაზობთ ამონარიდს მისი ქადაგებიდან, რომელიც პატრიარქის გარშემო არსებულ ცილისწამებლურ კაპმანიას ეხება.
“ეკლესიის თავად უფალმა დააყენა ილია II. რამდენი წელია ეს ადამიანი მოღვაწეობს, მისი სულიერი წინამძღოლობით საქართველო ბევრ პრობლემებს გადაურჩა. ის არის სათნო მამა.  ჩვენი ურთიერთობა სიყვარულზეა დაფუძნებული. ჩვენ ვერავინ შეგვაორგულებს მასთან მიმართებაში. არ არსებობს! ცოდვები ყველას გვაქავს, მასაც და ჩვენც. რასაც აბრალებენ , თვითონ მოიკითხონ გვერდზე მყოფებში, თავის ცოდვებზე ყველამ თითონ აგოს პასუხი”
“მე არ მევალება პატრიარქის ცოდვების განხილვა. არც ვიცი, არც შემიძლია, რომ ვიცოდე. თუ საიდანღაც მომაწოდეს, უნდა ვიკითხო, ვის აინტერესებს, ვისი ინტერესებია და რატომ აკეთებს ამას. რატომ მომაწოდეს მე?! იქნებ, რაღაცაში მითრევენ” – ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!