TaoNews.Ge

მეწყერის საფრთხე ბაგებისა და კაკლების დასახლებასთან

კიდურესი საფრთხის შემცველი კიდევ ერთი ადგილი თბილისში – ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, კაკლების დასახლების სიახლოვეს, მოძრაობა აკრძალულია. სპეციალისტებმა ახლა ტერიტორია უნდა შეისწავლონ და დაადგინონ, რამდენად მასშტაბურია საფრთხე. წყნეთის გზაზე, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება, მეწყრული პროცესები უკვე გააქტიურებულია და შესაძლოა, მდგომარეობა ნებისმიერ წუთს დამძიმდეს. ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება უკვე შეიზღუდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ავტომობილების გადაადგილება 26 მარტის 08:00 საათამდეა შეზღუდული.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!