TaoNews.Ge

მექაში რამადანის დაწყების შემდეგ მხოლოდ ვაქცინირებული მომლოცველები დაიშვებიან

მექაში რამადანის დაწყების შემდეგ მხოლოდ ვაქცინირებული მომლოცველები დაიშვებიან

რამადანის დაწყების შემდეგ მექაში უმრას შესრულებასა და ქალაქში მდებარე დიდ მეჩეთში ლოცვებზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული მომლოცველები შეძლებენ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა.

საუდის არაბეთის ჰაჯისა და უმრას მინისტრმა განმარტა, რომ ვაქცინირებულად ჩაითვლებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა ექნებათ გაკეთებული, ან ვაქცინის პირველი დოზა მეჩეთში შესვლამდე მინიმუმ 14 დღის ადრე ექნებათ გაკეთებული, ასევე ის პირები, რომლებიც კორონავორისისგან უკვე გამოჯანმრთელდნენ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!