TaoNews.Ge

მეუფე სტეფანე : “სასულიერო პირებს შეუძლიათ შენდობა ითხოვონ და დააფიქრისონ  რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ამბოხში  და შეიძლება მშვიდობიანად მოგვარდეს საკითხი”

მეუფე სტეფანე : “სასულიერო პირებს შეუძლიათ შენდობა ითხოვონ და დააფიქრისონ  რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ამბოხში  და შეიძლება მშვიდობიანად მოგვარდეს საკითხი”

“სასულიერო პირებს შეუძლიათ რომ ჩემთან მოვიდნენ და დააფიქრისონ, შენდობა ითხოვონ რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ამბოხში და შეიძლება მშვიდობიანად მოგვარდეს საკითხი”

ამის შესახებ  მან წაჩხურის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ აღნიშნა, რომ მარტვილის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები  დადგმული სცენარია.

“ვისაც კამერებით უნდა ჩემთან ლაპარაკი ,ტელევიზიებს აქვთ დავალება რომ იყვნენ მიკერძოებულები. გამოგვიცხადეს კამერების ომი. ჩვენც გვაქ საშუალება გადავიღოთ რეალურად რაც ხდება,  ჩემი შეცდომები არის ტერმინოლოგიური ხასიათის რაც ემოციით აიხსნება და ამიტომ შენდობა მოვითხოვე.

სასულიერო პირებს შეუძლიათ რომ ჩემთან მოვიდნენ და დააფიქრისონ, შენდობა ითხოვონ რომ არ მიიღებენ მონაწილეობა ამბოხში და შეიძლება მშვიდობიანად მოგვარდეს საკითხი ” – განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერა, ასევე წინამძღვრობიდან გადააყენა დედა სოსანა ბოლქვაძე.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!