TaoNews.Ge

მეუფე სტეფანე: ”ამბოხში” მონაწილეებს ზიარების უფლება აეკრძალათ

მეუფე სტეფანემ სინანულისთვის სასულიერო პირებს ერთკვირიანი ვადა მიეცა. ერის ხალხს კი მხოლოდ ხვალამდე აქვთ დრო-თუ ისინი აღსარებაში არ მოინანიებენ ზიარების უფლება აეკრძლებათ.

“მე ყველას მოვუწოდებ სინანულისკენ! ბოლო გაფრთხილება იქნება, რომ ყველა იმ ადამიანმა  ვინც ამბოხში მიიღო მონაწილეობა და  ვინც აგრძელებს მონაწილეობს,  უფრსკულის წინაშე დგანან და საქართველოს გადაჩეხვა უნდათ. თუმცა, იცოდეთ რომ საქართველო მათ არ გადაყვება, ჩვენ გვაქვს  იმის ძალა და შესაძლებლობა ეს მეთოდები ავლაგმოთ. არა ძალისმიერი მეთოდებით,  ეკლესიურ მეთოდებს გამოვიყენებთ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, უკვე  საბოლოოდ, და ერთი კვირის ვადას ავაძლევთ, იქეთა კვირამდე,   ჩემს ეპარქიაში ყველა ადამიანს ვინც მონაწილეობადა ამ ამბოხში,  მოვიდეს და მოინანიოს და ის ადამიანებიც, რომლებიც ჩემს ეპარქიაში არ არიან,  მაგრამ ჩემს ეპარქიას ეხებიან ბინძურად,   პეტრე და თავის დამქაშები, მათაც ვაფრთხილებ, მე ვარ სინოდის წევრი, და საკითხს დავაყენებ სინოდის წინაშე.”

მეუფე სტეფანემ ასევე მიმართა  ამბოხში მონაწილე საერო პირებს და ბერებს და მოუწოდა მათ, აღსარებაში აღიარონ და ბოდიში მოიხადონ მოძღვრის წინაშე, მანამდე კი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით მათ ზიარების უფლება არ მიეცემათ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!