TaoNews.Ge

მეუფე სტეფანემ კიდევ ოთხი მამაო განკვეთა – მამა ათინოგენე წოდებას ვეღარ დაიბრუნებს

მეუფე სტეფანემ კიდევ ოთხი მამაო განკვეთა – მამა ათინოგენე წოდებას ვეღარ დაიბრუნებს

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა,რომ ეპარქიიდან კიდევ ოთხი მამაო განკვეთა. მამაოების განკვეთამდე მეუფემ, რჯულის კანონის ის მუხლები წაიკითხა, რომლითაც იხელმძღვანელა.

განკვეთილებმა დაარღვიეს რჯულის კანონის ყველა მუხლი, რის გამოც მეუფე სტეფანემ მათი ეპარქიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

სტეფანეს მიერ განკვეთილი მამაოები, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიმართ წაყენებული ბრალის დამტკიცებასა და პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდებების, სინოდის სხდომაზე განხილვას ითხოვენ.

მეუფე სტეფანემ განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა. მათ მსახურების უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი ერისა და ბერის წინაშე მოინანიებენ.  ხოლო განკვეთილთა სიაში მყოფი არქიმანდრიტი ათინოგენე,  წოდებას ვეღარ დაიბრუნებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!