TaoNews.Ge

მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას ხატი აჩუქა

მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას ხატი აჩუქა

3 წლიანი პაუზის შემდეგ ომბუდსმენისთვის ნინოწმინდის პანსიონის ჩაკეტილი კარი გაიღება. ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ნინო ლომჯარიას შეხვედრის შემდეგ განაცხადა და კეთილგანწყობის ნიშნად სახალხო დამცველს საჩუქრად წმინდა ნინოს ხატი გადასცა.

დღეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც წმინდა სინოდის წევრს, სახალხო დამცველის ინსტიტუტი არ გაუკრიტიკებია. მან აჟიოტაჟისთვის მადლობაც კი გადაიხადა და თქვა, რომ პანსიონიდან დეტალების გარკვევის გარეშე გაუშვებს ყველას, ვისი მხრიდან ძალადობაზეც ბავშვები ისაუბრებენ.

მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას ხატი აჩუქა.

ბენეფიციარებთან შეხვედრამდე პანსიონში მუშაობას სოც მუშაკები განაგრძობენ, შეისწავლიან ბავშვების საჭიროებას და დადებენ დასკვნასაც, რა ფორმით და სად იქნებიან აღსაზრდელები გადანაწილებულები

მცირე საოჯახო სახლების თემა დღევანდელ შეხვედრაზეც მნიშვნელოვანი საკითხი იყო, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სახალხო დამცველიც თანხმდებიან რომ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და უკეთესი პირობების შესაქმნელად, ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა არ გამორიცხეს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა საკითხებზე მსგავსი შეხვედრა უახლოეს მომავალში კიდევ შედგეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!