TaoNews.Ge

“ჩამშვებები არიან და მიიღებენ იმას, რასაც ერისკაცობაში მიიღებდნენ” – მეუფე იაკობი ამბოხებულ სასულიერო პირებზე

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ თანხმდება, არჩევნებში მონაწილეობა 10 წლით უნდა აეკრძალოს

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ თანხმდება, არჩევნებში მონაწილეობა 10 წლით უნდა აეკრძალოს.

„მეცინება ხოლმე. საპარლამენტო ქვეყანა გვქვია, პარლამენტში ყოფნა არ უნდათ არ ვენდობითო გაჰყვირიან სხვადასხვა პარტიები. ბევრი პარტია შევიდა ისევ და მოლაპარაკებებზე მიდის, შეიძლება რაღაცებში არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ჩემი სიმპათია დაიმსახურეს, ერთად რომ სხდებიან და ცდილობენ გამოსავალი ერთად ნახონ.

ვიფიქრე და ერთია მაგათი წამალი – 10 წლით უნდა აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა. ერეკლეს ამბავი მინდა გაგახსენოთ, აღა-მაჰმად-ხანთან ფული შეაგროვეს და მივიდნენ, რომ მოდიო, თბილისი აიღეო. იმავეს გამკეთებლები ხდებიან ესენი. ხალხის ნდობა გაქვთ? რამდენი ადამიანის სახელით ლაპარაკობთ? საქართველოს უნდა ერთობა.

კიდევ გაქვთ დრო, რომ მიხედოთ, თუ არადა, მაგასაც მიეხედება. ეს 10 წელი მართლაც შვება იქნება, თუ შეხედეს, რომ მართლა გარეთ ტოვებენ, სკამის გამო მაინც მივლენ. საქართველო მაგათ ისე არ აინტერესებთ, ამდენი წელია ეკლესიას ცალკე გვიტევენ, ქვეყანას ცალკე უტევენ“, – აცხადება მეუფე იაკობი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!