TaoNews.Ge

მესტიაში კომენდანტის საათის დროს პოლიციელები სცემეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში პოლიციელები სცემეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კომენდანტის საათის დროს პატრულირებისას მოქალაქეები გააჩერეს, რომლებმაც შემდეგ პოლიციელები სცემეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამ დროისთვის დაკავებულია სამი პირი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!