TaoNews.Ge

მესი „ბარსელონაში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა

მესი „ბარსელონაში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა

ლიონელ მესი „ბარსელონაში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. ლა ლიგაში, `სოსიედადთან“ შეხვედრაში მესიმ კატალონიური გრანდის შემადგენლობაში 768-ე მატჩი გამართა და ლეგენდარულ ჩავი ერნანდესს გაუსწრო.

თამაში „ბარსელონამ“ ანგარიშით 6:1 მოიგო, მესიმ კი შეხვედრა 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაასრულა. ოცდარვა ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 62 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!