TaoNews.Ge

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

მერამდენედ უნდა იცეკვონ ცხედრებზე და საფლავებზე ამ გარეწრებმა? მას შემდეგ, რაც ორი გვამი შეუკვეთეს, ორიც მიიღეს და ოცდაორიც – იაკობაშვილი

გამოცემა ‘ფორ.ჯი”-ს რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“მერამდენედ უნდა იცეკვონ ცხედრებზე და საფლავებზე ამ გარეწრებმა? მას შემდეგ, რაც ორი გვამი შეუკვეთეს, ორიც მიიღეს და ოცდაორიც. თუ არა და, ვკითხოთ გია კრიალაშვილს, ვკითხოთ სერგო თეთრაძეს, ვკითხოთ სულხან მოლაშვილს, კობა დავითაშვილს…
სხვებზე არაფერს ვიტყვი, გიგა ბოკერია მოვიხსენიოთ.
ციხის ბუნტის სისხლში ჩახშობა ბოკერიას ბრალდება;
სულხან მოლაშვილის წამება ბოკერიას ბრალდება;
ომის დაწყებაში ქართველების დადანაშაულება ბოკერიას ბრალდება;
და კიდევ რამდენი!
შარშან თქვა გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ: “ყველა საქმე გამოძიებულია და თაროზე დევს. მათ შორის, გიგა ბოკერიას მიერ ფულის გაფლანგვა, უშიშროების საბჭოს საბჭოს მდივნად მისი მუშაობის პერიოდში”.
წლები გადის, მოძალადეები კი არ ისჯებიან.
საიდან დავიწყოთ? თავიდან, აუცილებლად თავიდან, თორემ ბოლო არ იქნება.
სულაც არ არის საჭირო თეფშის დატრიალება და სულების გამოძახება.
გამოძიებულია…
დადგენილია…
მაგრამ, დაუსჯელია…
უნდა დაისაჯოს ყველა მოძალადე: მამაო, დედაო, დაო, ძმაო, ალემაო, ტოსტაო…
არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესს, სოციალურ სტატუსს, კანის ფერს, მატერიალურ შესაძლებლობას, პოლიტიკურ გემოვნებას და კუთვნილებას…
უმცირესობის წარმომადგენელიც უნდა დაისაჯოს, თუ მოძალადეა და, მე, როგორც ჟურნალისტი, გეუბნებით: უნდა შეწყდეს ჟურნალისტებისგან რაღაც პრივილეგირებული, დაუსჯელობის სინდრომით გაჟღენთილი ფენის თუ კასტის შექმნა (მერწმუნეთ, უმეტესობამ გამართულად მეტყველება კი არა, წერა-კითხვაც კი არ იცის)
ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს!!!
ხოლო ბრიყვები, იდიოტები, გულგრილები და სოციალური იმპოტენტები, ქართული საზოგადოების 70 პროცენტს რომ შეადგენენ, ისედაც ისჯებიან.
გააჩერეთ ქუჩაში ნებისმიერი და ქართველი ჟურნალისტები ჩამოათვლევინეთ. ათიდან შვიდი ჩამოთვლას ასე დაიწყებს: “ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნოდარ მელაძე…”
აი, ამათ რომ ჟურნალისტებად თვლით, კიდევ იმიტომაც არის ამ ქვეყნის და ამ ხალხის საქმე იქ, სადაც არის.
აბა, მოიძიეთ, რომელი “ჟურნალისტები” დააჯილდოვა მედლებით, ორდენებით, მიწებით, წილებით, ფულებითა და გულებით მთავარმა მკვლელმა და მოძალადემ, ავადმყოფმა მანიაკმა მიხეილ სააკაშვილმა?
ნუ დაიზარებთ, მოიძიეთ.
რაც შეეხება მოძალადეებს… დიდი მოძიება და გამოძიება მათ არ ჭირდებათ – ზოგი ჩვენ მიერ დაფინანსებული პარლამენტარია, ზოგი კი ჩვენს მიერ დაფინანსებულ ოფისში უყურებს ფეხბურთს.
ერთ-ერთმა მათგანმა რეკლამაც კი გამოკიდა: “შეავსე განაცხადი და უყურე ევროპის ჩემპიონატის ფინალს გიგა ბოკერიასთან ერთად”.
არადა, ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნებით დავესწრებოდი მათ სასამართლო პროცესს სულხან მოლაშვილთან ერთად…’ – წერს იაკობაშვილი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!