TaoNews.Ge

მელაშვილისა და ილიჩოვას საქმე სტრასბურგში გაიგზავნა

მელაშვილისა და ილიჩოვას საქმე სტრასბურგში გაიგზავნა

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნა.

საჩივარი დავით ჯანდიერმა მოამზადა, რომელიც მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოადგენს.

საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს (2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე) უკავშირდება.

საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე, კერძოდ, მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, მომჩივანთა დაკავებაზე.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!