TaoNews.Ge

მედიაზე თავდასხმის გამო – დავით კუტალაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს, განცადებით, “სირცხვილია”-ს ოფისში “ტვ პირველი”-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო კიდევ 1 პირი დააკავეს. მას ბრალად  ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნა და ჯგუფური ძალადობა ედება.

დაკავებული 1992 წელს დაბადებული დ.კ.-ა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ოფისში თავდასხმის დროს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სცემეს ოპერაოტორი ლექსო ლაშქავარა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი ნახეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა – დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”, – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!