TaoNews.Ge

 მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ექიმების ვინაობა ცნობილია

 მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ექიმების ვინაობა ცნობილია.

გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულები „ახალციხის კლინიკა იმედის“ თანამშრომლები ვიოლეტა ინასარიძე,თეა გზირიშვილი და რეანიმატოლოგის თანაშემწე ბექა ლიპარტელიანი არიან. ამის შესახებ ქრონიკას ინფორმაცია გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა დაუდასტურა.

ადვოკატის  განცხადებით, საქმის მასალებში არის შეცვლილი ჩვენებები, ამიტომ მისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის პროკურატურის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

ინფორმაციისთვის, 7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“  ორ ექიმს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!