TaoNews.Ge

მეგან მარკლი სამეფო ოჯახს მძიმე ბრალდებებს უყენებს

მეგან მარკლი სამეფო ოჯახს მძიმე ბრალდებებს უყენებს

ტელეკომპანია CBS-ის ეთერში ოპრა უინფრის ინტერვიუს პრინც ჰარისთან და მის ცოლთან,მსოფლიო მედია მოუთმენლად ელოდა.

ინტერვიუში მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახს  მძიმე ბრალდებები წაუყენა – მათ შორის, რასიზმი. მეგანის მამა თეთრკანიანია, დედა კი – შავკანიანი, ამიტომ, ის ამბობს, რომ მისი და ჰარის შვილის კანის ფერი სასახლეს აშფოთებდა.

მეგან მარკლი, რომელიც 2018 წელს ბრიტანეთის პრინცზე დაქორწინდა, ამბობს, რომ მისი ცხოვრება ლონდონში ძალიან რთული იყო და სუიციდურ ფიქრებამდეც მივიდა იმის გამო, რომ დახმარება ვერავისგან მიიღო.

სასექსის ჰერცოგინიას თქმით, მის შვილს, არჩის,პრინცის ტიტულის მინიჭებაზე უარი უთხრეს, რადგან მეგანის ორსულობის დროს ფიქრობდნენ, რომ ბავშვის კანის ფერი, შესაძლოა, მუქი ყოფილიყო.

მეგანმა არ დაასახელა კონკრეტული პირი, ვინც არჩის კანის ფერთან დაკავშირებით იყო შეშფოთებული. პრინცმა ჰარიმ კი ამავე გადაცემაში განაცხადა, რომ ოჯახმა მათ დაფინანსება შეუწყვიტა, მამა, პრინცი ჩარლზი კი მის ზარებს აღარ პასუხობს.

მეგანის თქმით  მხოლოდ ერთ რამეს ნანობს  – “მე მათ დავუჯერე, რომ დამიცავდნენ”.

მაგრამ, მაინც  ამბავს კეთილი დასასრული ჰქონდა და ჰარიმ მისი ცოლის სიცოცხლისა და ოჯახის გადარჩენა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!