TaoNews.Ge

“რუსეთი შავ ზღვაში ნატო-ს გაძლიერებას ადეკვატურად უპასუხებს”- ზახაროვა

მარია ზახაროვამ ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის შეჩერებას „ჯანსაღი გადაწყვეტილება“ უწოდა

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვს ღრმა ანალიზს და მხარეებს შორის შეთანხმებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რაც შეეხება უშუალოდ რეფერენდუმს, რა თქმა უნდა, ასეთი საკითხი ღრმა ანალიზს და მხარეებს შორის განხილვას საჭიროებს. იმის გათვალისწინებით, რომ ექსპრეზიდენტმა ბიბილოვმა აღნიშნული ინიციატივა ჩვენთან არ შეათანხმა, ახალი მეთაურის გადაწყვეტილება რეფერენდუმის შეჩერების შესახებ, ფასდება როგორც ჯანსაღი გადაწყვეტილება, რომელიც პასუხობს მოკავშირეობის სულს ჩვენ ქვეყნებს შორის, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე ორმხრივი კოორდინაციის პრინციპს“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, რუსეთის მხარე მზად არის კონსულტაციისთვის „სამხრეთოსურ“ მხარესთან რუსეთთან შემდგომი ინტეგრაციის შესახებ.

ზახაროვას თქმით, მოსკოვი დიდი პატივისცემით ეკიდება „მოძმე სამხრეთ ოსეთის“ ხალხის მისწრაფებას, თავისი ბედი რუსეთს დაუკავშიროს“.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!