TaoNews.Ge

მამარდაშვილის ჩინებული მატჩი “მილანთან” და პირველი ტიტული “ვალენსიაში”

“ვალენსიაში” 20 წლის ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და პირველ ტიტულსაც დაეუფლა.

“მესტალიაზე” “ტარონიას” თასზე “ვალენსიამ” “მილანი” პენალტების სერიაში დაამარცხა.

ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც მასპინძლებმა 5:3 იმარჯვეს – “მილანმა” 4 თერთმეტმეტრიანიდან 3 გაიტანა (კრუნიჩმა ბურთი ძელს გაარტყა), ხოლო “ვალენსიამ” – ხუთივე.

მამარდაშვილმა შეუცვლელად და რაც მთავარია, დამაჯერებლად ითამაშა, კასტილეხოს, ბრაჰიმ დიასსა და თეო ერნანდესს არ დაანება გოლის გატანა. განსაკუთრებით აღსანიშნავი ის მომენტია, როდესაც მე-60 წუთზე დაახლოებით 11 მეტრიდან ბრაჰიმ დიასის მიერ

დარტყმული ბურთი
მარჯვენა დაბალი კუთხიდან “გამოაძრო”.

მამარდაშვილმა ოთხ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამში კარი მშრალად შეინახა.

sportall

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!