TaoNews.Ge

ლომჯარია: 20:00-ზე აქციაა, ხალხმა მთავრობას უნდა აჩვენოს – ძალადობა საზოგადოების დაკვეთა არაა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დღეს, 6 ივლისს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას ეხმაურება.

“მინდა მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა!” – წერს ნინო ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!