TaoNews.Ge

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 4 აგვისტოს, საქმეში ქართველი ძალოსანი და არაერთი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთო, ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორია!

ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე – 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).

ქართველი ძალოსანი მოწინააღმდეგეებს ბევრად აღემატებოდა. მასთან ყველაზე ახლოს ირანელი ალი დაუდი იყო, რომელმაც ატაცში საბოლოოდ, 200 კგ დააფიქსირა.
რაც შეეხება

აკვრას – ქართველი სპორტსმენი ფიცარნაგზე ისევ საკმაოდ გვიან გამოვიდა, რადგანაც კონკურენტებზე ბევრადდ მეტი, 245 კგ დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა. ლაშამ მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი – 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებაა

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!