TaoNews.Ge

„ლაზარესთვის 28 000 ლარი მოგროვდა ამ შაბათ-კვირას“ – სალომე ბარკერი

„ლაზარესთვის 28 000 ლარი მოგროვდა ამ შაბათ-კვირას“ – სალომე ბარკერი

სალომე ბარკერი სოცქსელში წერს:

„ესე იგი, შევაჯამოთ – ლაზარესთვის 28,000 ლარი მოგროვდა ამ შაბათ-კვირას! აქედან თანხის უდიდესი ნაწილი წავა საადვოკაციო ხარჯებში, დანარჩენს კი, ბაბუა რაშიც გადაწყვეტს, იმაში მოახმარს ლაზარეს.
ჩარიცხულიდან ერთჯერადად ყველაზე მცირე იყო 1₾, ყველაზე მეტი კი 500₾ და ასევე 1000$ რომელიც ემიგრანტებმა შეაგროვეს და ერთად გამოგზავნეს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ასობით თქვენგანმა ჩარიცხეთ და ასე გამოხატეთ მხარდაჭერა, რისთვისაც უდიდესი მადლობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ლაზარე მარტო არ დატოვეთ, მეორე რიგში იმიტომ, რომ ამდენი ადამიანი მენდობით უპირობოდ. თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ.
ვპოსტავ გადარიცხვის სქრინებს, ფეიფალის გარდა (რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება) ყველაფერი გადარიცხულია ლაზარეს ბაბუასთან. ძალიან მიხარია, რომ ასე ერთსულოვნად შეგვიძლია ერთმანეთის მხარში დგომა და ჩემი აზრით ყველას გელოდებით პირველ მაისს სასამართლოს ეზოში, ლაზარეს მხარდასაჭერად.
პ.ს. in your face ქოცების მდაბიო პროპაგანდა!“

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!