TaoNews.Ge

“კრისტიან ერიქსენი გადარჩა, შოთა მამინაშვილი დაიღუპა, მისი ოჯახი დახმარებას დღემდე ელოდება…” – დავით ბაკურაძე

დავით ბაკურაძემ ფეისბუქში წერს:

,,ორი დღის წინ ჩვენ და მთელი მსოფლიო შეგვძრა იმ კადრებმა რაც დანია-ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ვნახეთ….თანაგუნდელების, ექიმების და უფლის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა,…კრისტიან ერიქსენი გადარჩა…რაც ძალიან კარგია…თუმცა 4 წლის წინ, როდესაც მსგავსი ინციდენტი მოხდა მცხეთაში, “ზუგდიდი”- “ვიტ-ჯორჯიას” თამაშის წინ, ზუგდიდელთა მეკარე შოთა მამინაშვილი მატჩისწინა მოთელვაზე ცუდად გახდა.ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა…….შოთა დაიღუპა…ძალიან კარგი ადამიანი….მაშინ ქართველმა ექიმებმა ვერ შეძლეს ის რაც დანიელებმს….

თუმცა ყველაზე გამაღიზიანებელი იყო კლუბის, ფეხბურთის ფედერაციის და ხელისუფლების რეაქცია…როდესაც შოთას თანაგრძნობისა და დახმარების ნაცვლად, თავის მართლება დაიწყეს….შოთას ოჯახს დღემდე არ დაუნიშნეს დახმარება…

შოთას 4 წლის შვილი ჰყავს..,,ესეთი რამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ მოხდებოდა!….ესაა ამ ქვეყნის სირცხვილი!…ოჯახმა მიმართა ფიფას და უეფას ამ საკითხზე და პასუხს ელოდება”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!