TaoNews.Ge

კრისტიან დანიელსონი: მხარეთა პოზიციების დაახლოებაზე მუშაობა დღესაც გაგრძელდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ პოლიტიკური დიალოგის მხარეთა პოზიციების დაახლოებაზე მუშაობა დღესაც გაგრძელდება.

„ყველა მხარე კვლავ კონსტრუქციულად არის განწყობილი და ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება. ჩვენ გვექნება შეხვედრები, სანამ ეს აუცილებელი იქნება”, – განაცხადა დანიელსონმა.

კითხვაზე, დაახლოვდა თუ არა მხარეთა პოზიციები ყველაზე რთულ საკითხებზე, დანიელსონმა განაცხადა, რომ ამაზე საუბრისგან თავს შეიკავებს, თუმცა მუშაობა დღესაც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!