TaoNews.Ge

კრემლი შავ ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის

კრემლი შავ ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის

უკრაინაში, დაძაბულობის ფონზე, კრემლი შავ ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, 15 სამხედრო გემი შავის ზღვის აკვატორიაში ქერჩის სრუტის სიახლოვეს განლაგდება.

ასევე ცნობილი ხდება, რომ შავ ზღვაში უკვე შევიდა რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის უდიდესი სამხედრო ხომალდები, რომლებსაც სანაპიროზე თავდასხმების დროს ტანკების ტარება, ჯავშანტექნიკისა და ჯარის გადაყვანა შეუძლიათ.

კრემლის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინული მხარე და რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

წყარო : მთავარი არხი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!