TaoNews.Ge

“კომპრომისი არის ევროპული გზა” – კრისტიან დანიელსონი

ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ საქართველოს ამ კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს ქართული პოლიტიკური სპექტრის დასახმარებლად.

„ვფიქრობ, წინა მისიის დროს კარგად გავეცანი განსახილველ საკითხებს. მგონია, რომ პროცესში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ძალიან კარგად იცის მეორე მხარის შეხედულებები. მათ ასევე იციან, რა არის გასაკეთებელი, იმისთვის რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მაგრამ მათ კომპრომისი უნდა გამონახონ. მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია მხოლოდ დავეხმაროთ ამაში. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, ამ დახმარების აღმოსაჩენად. მინდა ვთქვა, რომ ახლა საჭიროა კომპრომისი. კომპრომისი სისუსტე არ არის, კომპრომისი სიძლიერის, დემოკრატიის ნიშანია. კომპრომისი ევროპული გზაა“, – განაცხადა დანიელსონმა.

დღეს, კრისტიან დანიელსონის  შეხვედრა პრემიერთან 09:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც  სალომე ზურაბიშვილთან გამართავს შეხვედრას.

ასევე, ხვალ დაგეგმილია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!