TaoNews.Ge

“კომენდანტის საათი” არის ერთ-ერთი ხუშტური, რომელიც ემსახურება “ქართული ოცნების” მხრიდან ქვეყნის მართვის გაადვილებას – ანა დოლიძე

“კომენდანტის საათი” არის ერთ-ერთი ხუშტური, რომელიც ემსახურება “ქართული ოცნების” მხრიდან ქვეყნის მართვის გაადვილებას – ანა დოლიძე

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “კომენდანტის საათის” გაუქმების მოთხოვნით ორგანიზებული აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა : “კომენდანტის საათი” არის ერთ-ერთი ხუშტური, რომელიც ემსახურება “ქართული ოცნების” მხრიდან ქვეყნის მართვის გაადვილებას”.

როგორც დოლიძე აცხადებს, “კომენდანტის საათით” “ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

“თვენახევარია მიმდინარეობს კამპანია “ქვეყანა უნდა გაიხსნას”. ეს აქცია ორგანიზებულია სამოქალაქო ჯგუფების და მცირე ბიზნესების მიერ, რომლის წინაშეც დგას მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენის ამოცანა. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, დიდი ხანია მხარს ვუჭერ “კომენდანტის საათის” მოხსნას, ერთადერთი მიზანი აქვს “კომენდანტის საათს”, “ქართული ოცნების” ძალაუფლების შენარჩუნება. მათ უადვილდებათ ამ დრაკონული ზომის მეშვეობით მართვა. ამის უკან არცერთი ციფრი, სამეცნიერო მონაცემი ხელისუფლებას არ წარმოუდგენია. ჩვენთან “კომენდანტის საათი” არის ერთ-ერთი ხუშტური, რომელიც ემსახურება “ქართული ოცნების” მხრიდან ქვეყნის მართვის გაადვილებას”,- აცხადებს დოლიძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!