TaoNews.Ge

კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პაველი დაკითხვაზე დაიბარეს, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პაველი დაკითხვაზე დაიბარეს, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი პაველ ლებედი დაკითხვაზეა დაბარებული, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების არჩევის საკითხი დაკითხვის დასრულების შემდეგ გადაწყდება. მიტროპოლიტი პაველის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

უკრაინული მედია წერს, რომ პაველ ლებედი დაკითხვაზე დაიბარეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი ორი მუხლის საფუძველზე, რომელიც მოქალაქეთა თანასწორობის უფლების დარღვევასა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლებასა და მისი მონაწილეების განდიდებას ეხება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!