TaoNews.Ge

კიევში შეზღუდვები მკაცრდება

კიევში შეზღუდვები მკაცრდება

უკრაინის დედაქალაქში 5 აპრილიდან შეზღუდვები გამკაცრდება. მიზეზი კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებლის ზრდაა.  ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კვლავ დაიხურება საბავშვო ბაღები და სკოლები. მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურული საწარმოების თანამშრომლებს მოემსახურება. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად უკრაინაში მკვეთრად იმატა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმაც.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ 19-ით 400-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა, რაც უკრაინისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!