TaoNews.Ge

  კიევში  „ლოქდაუნი“ გამოცხადდა

საინფრომაცია სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 5 აპრილიდან, უკრაინის დედაქალაქ კიევში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. ამის მიზეზად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კრიტიკული სიტუაცია სახელდება.

დაიხურა ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი. საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობა მხოლოდ სპეციალური საშვით იქნება შესაძლებელი. ასევე დაიხურა ბაზრობები.

არ იმუშავებს კინოთეატრები, მუზეუმები და სავაჭრო ცენტრები. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარება სავალდებულოა. წესების შესრულებაზე კონტროლს პოლიცია განახორციელებს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!